
“წითელქუდა” საბავშვო მუსიკალური სპექტაკლია. მარიონეტების დახმარებით შექმნილი წარმოდგენა, რომელიც პატარებს ჯადოსნურ ტყეში რეალისტურ თოჯინებთან ერთად ამოგზაურებს 35 წუთი გრძელდება. ეს არის ცნობილი ზღაპრის განსხვავებული ლიტერატურული ინტერპრეტაცია, სადაც არავინ არავის არ “ჭამს”, თოფით არ კლავს და არც მუცელს უჭრის ბებიას და წითელქუდას ამოსაყვანად.. აქ ამბავი სულ სხვა გვარად განვითარდება. მარიონეტები..საოცარი რეალისტური დეკორაცია და პროფესიონალი შემოქმედებითი ჯგუფი, პატარებს დაუვიწყარ ზრაპრულ წარმოდგენას სთავაზობს, ტრადიციულად ეს არის ანიმაციური ფილმისა და თეატრის სინთეზი რომელიც არამც თუ პატარებს ასევე დიდებსაც დააბრუნებს ბავშვობაში..
ასაკობრივი შეზღუდვა +3
სპექტაკლის რეჟისორი, პიესის ავტორი და სცენოგრაფი: გიორგი ჩხაიძე
თოჯინების მხატვარი და ოსტატი: მირანდა გურგენაძე
კომპოზიტორი: ხელოვნური ინტელექტი
სიმღერის ტექსტის ავტორი: მარიკა ბულეიშვილი
მონაწილეობენ:
მარიკა ბულეიშვილი
ირინე ღლონტი
ფრიდონ მოდებაძე
მერი დიასამიძე
ანა მალაზონია
თეატრის დირექტორი: თემურ მახარაძე
სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი ჩხაიძე